კბილის ძაფს კბილებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს
თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, როგორც წესი, ფლოსს არასწორად იყენებენ, რაც თავად პროცესს, უსარგებლოს ხდის. როგორც ნიუკასლის უნივერსიტეტის თანამშრომლები ამბობენ, არასწორად გამოყენებული ფლოსი, შეიძლება მავნეც აღმოჩნდეს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უმრავლესობა ნადებს, მოშორების მაგივრად, ფლოსით, კბილებს შორის ღრძილებთან ახლოს ანაცვლებს. ზოგს ფლოსი შეჰყავს წინ და უკან მოძრაობით, რაც ღრძილების ტრავმირებას იწვევს და არც ნადებს აშორებს ეფექტურად.
ექსპერტთა აზრით, სჯობს ჯაგრისით კარგად გაიხეხოთ კბილები და გამოივლოთ სავლები. იდეალურია ცეტილპირიდინის ქლორიდის შემცველი სავლები, რომელიც პირის ღრუში უერთდება ცილებს და ქმნის დამცველ აპკს. სავლები ისევე კარგად მოქმედებს, როგორც ფლოსი. თუ იგი ფტორს შეიცავს, პროცედურა კიდევ უფრო სასარგებლოა.
ლალი ჩხიკვაძე