გამოვიყენოთ თუ არა ნახშირი დეტოქსიკაციისთვის
უმატებენ საჭმელში, სასმელში (არსებობს კოქტეილები და კრუასანები ნახშირით). მას იყენებენ კულინარიის გურუები და ცნობილები.
ნახშირს იყენებენ მოწამვლების, შებერილობის დროს, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კბილების გასათეთრებლადაც კი. ბევრი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ნახშირს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს.
მართლაც, აქტივირებული ნახშირი შეიწოვს კუჭნაწლავის ტრაქტში მოხვედრილ შხამიან ნაერთებს და გამოჰყავს ისინი ბუნებრივი გზით.
თუმცა ექიმები გვაფრთხიოლებენ, რომ ნახშირმა შეიძლება საკვებიდან ვიტამინები, მიკროელემენტები და ანტიოქსიდანტებიც შეიწოვოს, რის შედეგადაც საკვები კვებით ღირებულებას დაკარგავს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახშირი იმოქმედებს ტოქსიური ნივთიერებების სხეულში მოხვედრის შემდეგ, მხოლოდ დაუყოვნებლივ მიღებისას. ნახშირი ასევე ამუხრუჭებს ნაწლავის მუშაობას, იწვევს გულისრევასა და ყაბზობას.
ლალი ჩხიკვაძე