რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა
თუ გსურთ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები. გინდათ, პატარამ მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ.

ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან, ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის
სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ.

ბავშვის სხვა ბავშვებთან
ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაცი­ები:

  • მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
  • სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
  • გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმა­რზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
  • გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ უნდა აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები უნდა აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
  • ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბა­ვშვს მეგობრების თანდასწრებით. შენი­შვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.
  • მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.

    იხილეთ გაგრძელება
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნახეთ ვიდეო - სასაცილო პატარები, იხალისეთ პატარებთან ერთად
სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს,
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას
ასაკობრივი კრიზისის დადგომის პერიოდში ბავშვი ახალ უნარებს იძენს და მათ გამოყენებას, რეალიზაციას იწყებს.
ზაფხული სწრაფად გადის და უამრავი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა ხდება საჭირო. როგორ განვაწყოთ არდადეგების შემდეგ ბავშვი სწავლისათვის ისე, რომ მთელ ოჯახს ეს სასჯელად არ ექცეს?

სასწავლო დღეებისთვის მზადება, იდეალურ შემთხვევაში, პირველი გაკვეთილის ზარის დარეკვამდე ერთი-ორი კვირით ადრე უნდა დაიწყოს.

როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
13 დეკემბერი 2017
საფრანგეთის სკოლებში მომავალი წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ, - ამის შესახებ The Times წერს.
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ