წნევის სახეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წნევის სახეები

სისხლის წნევა

სისხლის წნევა ძალაა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში მოცირკულირე სისხლი სისხლძარღვების კედლებს აწვება. იგი ორგანიზმის ცხოველქმედების ერთ-ერთი პარამეტრია და გამოისახება ორი მაჩვენებლით, რომლებიც ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით იზომება. ზედა მაჩვენებელი სისტოლურ წნევას აღნუსხავს, ქვედა კი დიასტოლურს. სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის, დიასტოლური წნევა კი იმ ძალით განისაზღვრება, რიმლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე. არტერიულ, კაპილარულ და ვენურ წნევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შენარჩუნებისა და ცხოველქმედების პროცესისთვის, რადგან სწორედ მისი საშუალებით გადაადგილდება სისხლი სისხლძარღვებში და ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა. არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევისას თანდათანობით მცირდება. იგი იმდენადვე იკლებს, რამდენადაც სისხლძარღვი შორდება გულს. მაგალითად, თუ გულთან ყველაზე ახლოს მდებარე სისხლძარღვში წნევა 140/90-ია, მათგან ოდნავ მოშორებით მდებარე მსხვილ არტერიებში უკვე 120/75-მდე იკლებს; არტერიოლებში სისტოლური და დიასტოლური წნევა ერთმანეთს უტოლდება და დაახლოებით 40-ს უდრის, კაპილარებში 10-15-მდე მცირდება, ხოლო კაპილარებიდან სისხლის ვენაში გადასვლისას - კიდევ უფრო მეტად. ზოგიერთ მსხვილ ვენაში წნევის მაჩვენებელი შესაძლოა უარყოფითიც კი იყოს. არტერიული წნევის ოპტიმალური მაჩვენებელი 120/80-ა, თუმცა 145/85-ზე ნაკლები ციფრები ნორმად მიიჩნევა. არტერიულ წნევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მეშვეობით ქსოვილები და უჯრედები სათანადოდ მარაგდებიან საკვები ნივთიერებითა და ჟანგბადით. არტერიული წნევის მაჩვენებლის ნორმიდან გადახრისას კი მცირდება როგორც ქსოვილების მომარაგება საკვები ნივთიერებებით, ისე ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი უვარგისი ნარჩენების გამოტანაც ვენური სისხლით.

ქალაშიდა წნევა

ქალაშიდა წნევა ფიზიოლოგიური არსით სისხლის წნევას ჰგავს, ის ყველა ადამიანს აქვს და ამა თუ იმ მიზეზით დროდადრო იცვლება - ხან იმატებს, ხან კი იკლებს. ქალაშიდა წნევამ შესაძლოა მოიმატოს დეფეკაციის, ტირილის დროს, ფსიქოემოციური სტრესის შედეგად. ჩვილებში იმატებს ძუძუს წოვის დროსაც, რადგან ეს მათთვის არცთუ მცირე ფიზიკური დატვირთვაა. ქალაშიდა წნევას ქმნის თავზურგტვინის სითხე - ცერებროსპინალური ლიქვორი, რომლითაც ამოვსებულია თავის ტვინის პარკუჭები და ზურგის ტვინის არხი.  ტვინის ქსოვილის კვებას სწორედ ეს სითხე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იგი ავსებს თავისა და ზურგის ტვინს შორის, ტვინსა და ქალას ძვლებს შორის არსებულ სივრცეებს, ხერხემლის სივრცეებს, ტვინში არის ხვრელები, საიდანაც ლიქვორი გაედინება. ზოგიერთი პათოლოგიური პროცესი ლიქვორის გადინებას აფერხებს, სითხე თავის ტვინის პარკუჭებში რჩება და, ბუნებრივია, მისი წნევაც იმატებს. ლიქვორის მოცულობა ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული. იგი მუდმივად განიცდის თვითგანახლებას - ყოველ საათში მისი დახლოებით 15% ახლდება. ქალაშიდა წნევის ხანმოკლე მომატება პათოლოგია არ არის და არც მკურნალობას მოითხოვს, რასაც ვერ ვიტყვით მის ქრონიკულ, ხანგრძლივ მომატებაზე, რომელსაც საფუძვლიანი და კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება. ქალაშიდა წნევის ქრონიკულ მატებას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომლებიც უმთავრესად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასა და დაავადებებს უკავშირდება. ასეთი რამ მოსალოდნელია ტრავმის შედეგადაც. ამიტომ ქალაშიდა წნევის მატებას სიმპტომად მიიჩნევა და არა დაავადებად და მისი მატებისას დიაგნოსტიკა იმის გარკვევით იწყება, რომელი პათოლოგიის მაუწყებელია ეს.

თვალშიდა წნევა

თვალშიდა წნევას ქმნის თვალშიდა სითხე, რომელიც ავსებს თვალის წინა და შუა საკნებს და სპეციალური დრენაჟული სისტემით გადაედინება ვენებში. იგი თვალის შინაგანი სტრუქტურების კვების წყაროა, მონაწილეობს ბროლის, რქოვანას, საცრემლე აპარატის ნივთიერებათა ცვლაში და, რაც მთავარია, განსაზღვრავს თვალშიდა წნევის ნორმალურ დონეს. თვალშიდა წნევის ფუნქციებია თვალის გარსების გასწორება და მათთვის კაკლის შესაბამისი სფერული ფორმის შენარჩუნება. იგი განუწყვეტლივ იცვლება მაჯისცემის, სუნთქვისა და სისხლძაღვების ტონუსის პერიოდული ცვლის შედეგად. ახასიათებს დღეღამური და სეზონური ცვალებადობაც: ადამიანთა უმეტესობას ოფთალმოტონუსი უქვეითდება საღამოს და ღამით, დილის საათებში კი ის მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს. ზაფხულში თვალშიდა წნევა ნორმაზე 1-2 მმ-ით მცირეა, ვიდრე ზამთარში. იგი ასევე შეიძლება შეიცვალოს ქუთუთოების დახუჭვისას, თვალის კაკალზე ხელის დაჭერისას და სხვა. ცვლილებები ზოგჯერ უმნიშვნელო და ხანმოკლეა, თვალისთვის უსაფრთხო, თუმცა ზოგჯერ მაჩვენებელი ხანგრძლივად გამოდის ნორმის საზღვრებიდან, რაც ასევე კვალიფიციურ ოფთალმოლოგიურ დახმარებას და გამომწვევი მიზეზის დადგენას საჭიროებს.

მუცელშიდა წნევა

მუცელშიდა წნევას ქმნის მუცლის კედლის, დიაფრაგმისა და ნეკნთაშუა კუნთების ტონუსი. იგი აუცილებელია მუცლის ღრუში არსებული ორგანოების სათანადო ადგილას საფიქსაციოდ, რაზეც, თავის მხრივ, ამ ორგანოთა სრულფასოვანი ფუნქციობაა დამოკიდებული.

ნაწლავური წნევა

ნაწლავებში საჭმლის მონელების პროცესის კვალობაზე ყოველთვის გროვდება აიროვანი ქიმუსი, რომლის შემადგენელი აირები ნაწლავთა კედელს აწვება და ნაწლავშიდა წნევას განაპირობებს. ეს წნევა უმთავრესად ლპობის შედეგად გამოთავისუფლებული გოგირდწყალბადით, სკატოლითა და ინდოლით იქმნება. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციობისას აიროვანი ქიმუსის შემცველობა მინიმალურია, ნაწლავშიდა წნევა ზომიერია. როდესაც ნაწლავებში ლპობისა და დუღილის პროცესები აქტიურდება, აიროვანი წნევა იმატებს, რაც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ამ მდგომარეობას მედიცინაში მეტეორიზმს უწოდებენ.