დიდი ზომის ხმალთევზა და სკუმბრია ვერცხლისწყლის საშიშ კონცენტრაციას შეიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდი ზომის ხმალთევზა და სკუმბრია ვერცხლისწყლის საშიშ კონცენტრაციას შეიცავს

, ამიტომ ბოლო ხანს სპეციალისტები ხშირად სვამენ კითხვებს მათი მავნეობისა და მარგებლობის შესახებ. თავად თევზები უცოდველნი არიან; სხვა საქმეა მათი საცხოვრებელი ადგილი. დღეს ბუნება და სასიცოცხლო არეალი იმდენად დაბინძურებულია, რომ იქ მცხოვრები სახეობები შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათონიც კი გახდნენ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თევზი საკუთარ ორგანიზმში ვარცხლისწყალთან ერთად დარიშხანს და სხვა მძიმე ლითონებსაც "აგროვებს". ეს ნივთიერებები არ სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, უფრო მეტიც - ისინი ჩვენთვის საშიშია! ამიტომ შერჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მომცრო ზომის თევზებს - მათში მავნე ნივთიერებაც ნაკლები იქნება. გარდა ამისა, უმი თევზი მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება. უმად მისი დიდხანს დატოვება დაუშვებელია, რადგან თევზის პარაზიტები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. უმი დელიკატესები საკვებად დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, ხამანწკები. ისინი შეიძლება დასნებოვნებულნი იყვნენ ქოლერის ვიბრიონის მსგავსი ჩხირებით. ამ დროს მოწამვლის შედეგები ხანგრძლივი და მძიმეა. უსაფრთხოა ახალდაჭერილი ხამანწკები.

ცნობილია, რომ ექიმები დიდხანს ურჩევდნენ ორსულებს, დიდი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ ზღვის თევზებისა და კიბოსნაირების (კრევეტები, ომარები, ხამანწკები და სხვა) მრავალ სახეობას, რადგან მათი ორგანიზმი შეიცავს ვერცხლისწყალს, მომავალი დედის ორგანიზმში ამ ელემენტის დაგროვებამ კი შესაძლოა ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა გამოიწვიოს. თუმცა ვერცხლისწყლის საშიშ კონცენტრაციას მხოლოდ ზოგიერთი სახეობის თევზი შეიცავს. რაციონიდან გამორიცხეთ დიდი ზომის ხმალთევზა, სკუმბრია და ზვიგენი. რაც შეეხება დანარჩენებს, დაიხსომეთ, რაც უფრო დიდი და ხნოვანია თევზი, მით უფრო მეტია მასში მავნე ნივთიერება. როგორც ყოველთვის, ზომიერება ამ დროსაც საჭიროა. ყველაზე უკეთესია, კვირაში სამი-ოთხი დღე დაუთმოთ თევზეულს. არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა სჯობს, უპირატესობა ახალდაჭერილ და შედარებით მომცრო ზომის თევზებს მიანიჭოთ.

მიდიები - დაბინძურებული წყლის ფილტრები

ნამდვილი დელიკატესია, აქვს ნაზი, განუმეორებელი გემო და შეიცავს ცილის, მინერალური მარილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების (რკინა, კობალტი, ფოსფორი) მდიდარ ნაკრებს. მრავალი სპეციალისტი კვლევებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მიდია - ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტი შემადგენლობით ვიაგრას ჰგავს. ადვილად მოსანელებლად აუცილებელია მიდიების ბოსტნეულთან ერთად მირთმევა. მართლაც კარგი მოლუსკია, არა? და მაინც... ბუნებაში მიდიებს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ - ისინი დაბინძურებული წყლის ფილტრები არიან, ამიტომ შეუძლიათ, ორგანიზმში დაიგროვონ ადამიანისთვის მეტად საშიში ის შხამებიც კი, რომლებსაც უმარტივესი ორგანიზმები გამოყოფენ. რაც უფრო მეტხანსაა მიდია ზღვაში, მით მეტი ტოქსინი დაგროვდება მის ორგანიზმში. სანამ ბაზარზე მოხვდებიან, მიდიები ხანგრძლივ სპეციალურ დამუშავებას გადიან შხამიანი კომპონენტების იზოლაციისთვის, ამიტომ უმი მიდია ის პროდუქტი არ არის, რომელიც შეიძლება ჯანმრთელ¬ო¬ბისთვის ზიანის მიუყენებლად მი¬ირთვათ. თერმული დამუშავებაც კი ვერ უზრუნველყოფს შხამების გამოძევებას, ამიტომ ფრთხილად იყავით!

დაბოლოს, ზოგიერთ ადამიანში ზღვის პროდუქტები ალერგიას იწვევს, რომელსაც თან ახლავს ქავილი, სიწითლე და გამონაყარი. უფ¬რო მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია თავის ტკივილი, ხორხის შეშუპება, გონების დაკარგვა. ზღვის პროდუქტები გარკვეული წესების დაცვით უნდა დამუშავდეს, რათა გამოირიცხოს მათში მიკროსკოპული პარაზიტების არსებობა, რომლებმაც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიონ.

იხილეთ ვრცლად დევი დევიძის სტატია "ზღვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები"