ჭარბი წონა გულს აიძულებს, უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბი წონა გულს აიძულებს, უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს

ხარბი და ზარმაცი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ქსოვილი გულს აიძულებს, უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს და თავის პრობლემებს სხვა ორგანოების: გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების - ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც გახლავთ სიმსუქნე გულ-სისხლარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკფაქტორი.

რჩევა: გამოთვალეთ თქვენი იდეალური წონა - სიმაღლის მაჩვენებელს გამოაკელით 100, შედეგს შეგიძლიათ მიუმატოთ ან გამოაკლოთ 1-2 კილოგრამი, მაგრამ არამც და არამც ამაზე მეტი. თუ ჭარბი წონა აღმოგაჩნდათ, შეეცადეთ, ნელ-ნელა დაიკლოთ, მიირთვათ ნაკლები მაღალკალორიული საკვები, მეტი იმოძრაოთ და ივარჯიშოთ.

რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნიკა, მით უფრო მყარად მკვიდრდება პასიური ცხოვრების წესი: ავტომობილი, ტელევიზორი, კომპიუტერი, დივანი... ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია და ყველანაირად უნდა ეცადოთ, არ მოგერიოთ. მაგრამ არც ის იქნება გონივრული, ფიზიკურ დატვირთვას შეუჩვეველ ორგანიზმს ათასგვარი ვარჯიში ერთბაშად მიაყაროთ. რჩევა: ზომიერება, ზომიერება და კიდევ ერთხელ ზომიერება! რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ უნდა შეირჩეს ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება თქვენს ორგანიზმს. კონსულტაციისთვის, ცხადია, სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

რომელი პროდუქტი ვნებს გულს

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები