ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა ნაყოფს ასთმისა და ალერგიისგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა ნაყოფს ასთმისა და ალერგიისგან იცავს

ასეთია იმ ბერძენი მეცნიერების დასკვნა, რომლებიც ორსულებსა და მათ შვილებს შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კრეტის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილეობა 468 ორსულმა მიიღო.

საკვლევმა პირებმა შეავსეს სპეციალური ანკეტა, რომელიც შეიცავდა კითხვებს მათი კვების რაციონის შესახებ. ასეთივე ანკეტის მეშვეობით გამოკვლეულ იქნა მათი შვილების რაციონიც დაბადებიდან 6,5 წლის ასაკამდე. ალერგიისა და ასთმის არსებობა დედის გამოკითხვის, კანის სინჯებისა და მსტვენი სუნთქვის საფუძველზე ირკვეოდა.

  • აღმოჩნდა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობისას ხმელთაშუაზღვისპირულ დიეტას იცავდნენ, 80%-ით იშვიათად ჰქონდათ მსტვენი სუნთქვა და 45%-ით იშვიათად - ალერგიული დაავადებები.

დამცავი ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი იყო, როდესაც ორსულები ყოველდღე (დღეში ორჯერაც კი) მიირთმევდნენ ბოსტნეულს, დღეგამოშვებით - თევზს, ხოლო მარცვლეულს - კვირაში მხოლოდ ერთხელ. წითელი ხორცის კვირაში 3-4-ჯერ მიღება, პირიქით, ზრდიდა ასთმისა და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხმელთაშუაზღვისპირული დიეტის დამცავი ეფექტი პროდუქტებში ანტიოქსიდანტებისა და სხვა ნივთიერებების შემცველობას უკავშირდება. კვლევის ხელმძღვანელის აზრით, ამ ეფექტის მექანიზმის უკეთ შესწავლისთვის კვლევის გაგრძელებაა საჭირო.