დემოდეკოზი - კანის დამაზიანებელი ტკიპა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დემოდეკოზი - კანის დამაზიანებელი ტკიპა

  • წარბზედა რკალები;
  • შუბლის მიდამო;
  • ნიკაპი და ტუჩების ირგვლივ არსებული არე;
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი;
  • ყურის ირგვლივ არსებული ზონა;
  • მხრები, ზურგი, მკერდი და საზარდულის არე (უფრო იშვიათად, ვიდრე სახეზე).

დამტკიცებულია, რომ ზრდასრული, ჯანმრთელი მოსახლეობის 97% ამ პარაზიტის მატარებელია. დაავადება ყოველთვის არ ვითარდება; არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ტკიპის გააქტიურებას და დაავადების განვითარებას. ესენია:

  • კანის არასათანადო ჰიგიენა;
  • კანში ცხიმის ჭარბი გამომუშავება (ცხიმიანი კანი);
  • კანის სხვადასხვა ხასიათის დაზიანება (მათ შორის - ინფექციურიც);
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ზოგიერთი ფორმის მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება;
  • ენდოკრინული პათოლოგია;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ორგანიზმის სხვა სისტემების ქრონიკული დაავადებები;
  • ულტრაიისფერი სხივებით ჭარბი დასხივება (მზეზე ან სოლარიუმში);
  • საუნისა და აბანოს ხშირი სტუმრობა.

ტკიპის ზრდა-გამრავლებისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურაა 25-300ჩ, ამიტომ დემოდეკოზი ყველაზე მეტად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირდება. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გააქტიურების შედეგად პარაზიტი უფრო სწრაფად იწყებს გამრავლებას და დაავადების პირველი ნიშნებიც იჩენს თავს, თუმცა ისიც შესაძლოა, სრულიად უსიმპტომოდ წარიმართოს. პარაზიტი წამწამის ფოლიკულებში აღწევს და თანდათან აზიანებს მათ. დაავადების საწყის ეტაპზე სიმპტომები უმნიშვნელო და ასატანია. ავადმყოფი უჩივის ქუთუთოების მუდმივ, ზოგჯერ აუტანელ ქავილს, განსაკუთრებით - დილაობით, რადგან ღამით პარაზიტი შედარებით აქტიურია. მოსალოდნელია თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა და დისკომფორტი, უმნიშვნელო, მოთეთრო ფერის წებოვანი გამონადენი. დაავადების მანიშნებელია:

  • ძლიერი ქავილის შეგრძნება;
  • კანის ჩირქოვანი დაზიანება;
  • კანის რელიეფის ცვლილება (ამობურცულობა);
  • ანთების ადგილების შეწითლება;
  • კანის ზედაპირზე სისხლძარღვების გაფართოება;
  • წამწამებისა და წარბების ნელი ზრდა, მათი ცვენა;
  • კანის აქერცვლა.

სახეზე დემოდეკოზი, წესისამებრ, თანდათანობით ვითარდება. თავდაპირველად სახეზე შესაძლოა გაჩნდეს ვარდისფერი ან მოწითალო ლაქები, რომლებიც მუწუკოვან გამონაყარში გადადის. ჩვეულებრივი გამონაყარისაგან განსხვავებით, მათ ძლიერი ქავილი ახასიათებს. თუ დროულად არ მივმართეთ ექიმს - დერმატოლოგსა და ოფთალმოლოგს - და არ დავიწყეთ სათანადო მკურნალობა, დაავადება პროგრესირებას განაგრძობს და ახალ-ახალ უბნებს დააზიანებს. ვიდრე დემოდეკოზის მკურნალობას დავიწყებდეთ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა პარაზიტის აღმოსაჩენად. გამოკვლევამდე, რამდენიმე დღე, არ შეიძლება პირის დაბანა და კოსმეტიკით სარგებლობა. ლაბორატორიული კვლევისთვის იღებენ ეპითელიუმის ანაფხეკს, 4-6 წამწამს და მიკროსკოპში ათვალიერებენ. პასუხი დადებითად ითვლება 1 კვ. სმ კანზე - 5, ხოლო წამწამზე 1-2 პარაზიტის ან მისი კვერცხების აღმოჩენისას. დემოდეკოზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვისაც. დაავადების ფორმისა და სტადიის მიხედვით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-6 კვირიდან 1 წლამდე. ეფექტურია კომბინირებული მკურნალობა, რომელიც მოიცავს:

  • ადგილობრივ პრეპარატებს ტკიპის გასანადგურებლად;
  • სისტემურ საშუალებებს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
  • ძირითადი, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას.

სისტემური თერაპიის საშუალებებია:

  • იმუნომოდულატორები;
  • ვიტამინები, მინერალები, ამინმჟავები;
  • ანტიპარაზიტული საშუალებები;
  • მადესენსიბილიზებელი პრეპარატები.

რეკომენდებულია ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბებისა და ყურის ნიჟარების დამუშავება ეთილის სპირტის შემცველი ხსნარებით: გულყვითელასა და ევკალიპტის სპირტხსნარით, ქუთუთოების ბლეფაროლოსიონითა და ბლეფაროგელ 2-ით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ქუთუთოების მასაჟი და ფიზიოპროცედურები. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ტრადიციული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება (დასაბანი საშუალებების ჩათვლით). გადაყარეთ კოსმეტიკა, რომელსაც დაავადების აღმოჩენამდე იყენებდით. პროფილაქტიკური ღონისძიებებია:

  • პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთების (პირსახოცის, საწოლის თეთრეულის, საცვლების) ყოველდღიური დამუშავება. ჯობს, გამოვხარშოთ და დავაუთოოთ.
  • დიეტა. რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი, შებოლილი, მარილიანი, მწარე, ცხარე პროდუქტები.
  • ქრონიკული დაავადებების მკურნალობა.

იკრძალება:

  • მზეზე და ქარში დიდხანს ყოფნა;
  • საუნა, აბანო, სოლარიუმი.

დემოდეკოზის დროს ყველა კოსმეტიკური პროცედურა უკუნაჩვენებია.