შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა.
მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.
ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.
წაიკითხეთ:
შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 მოზარდი დაშავდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა