რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ვაშლის მოყვარულებში კიბოს ბევრი სახეობის აღმოცენების რისკი საგრძნობლად შემცირებულია
ვაშლის მოყვარულებში კიბოს ბევრი სახეობის აღმოცენების რისკი საგრძნობლად შემცირებულია
რატომ უნდა მივირთვათ ვაშლი რეგულარულად - ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი რეგულარულად მიირთმევს ვაშლს, მისი ტვინის უჯრედები დაცულია დაზიანება-განადგურებისაგან. ეს კი ხელს უწყობს არა მხოლოდ მეხსიერების გაუმჯობესებას, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ვაშლის წვენის (მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში) გავლენის შესწავლა თავის ტვინის მდგომარეობაზე. უფრო კონკრეტულად კი, მეცნიერებს აინტერესებდათ რა სახის დაზიანებებისაგან დაიცავდა ვაშლის წვენი ადამიანთა ტვინის უჯრედებს.

ექსპერიმენტები ჩატარდა ზრდასრულ და ასაკოვან (დაბერებად) ვირთაგვებზე. ამ ცხოველთა თავის ტვინის დაბერების პროცესი ადამიანის ანალოგიურია. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ვაშლის წვენი და საკუთრივ ვაშლი, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ვირთაგვების თავის ტვინზე, კერძოდ, ამ ნივთიერებათა წყალობით თავის ტვინის უჯრედები დაცულია დაზიანება-განადგურებისაგან. მოგეხსენებათ, სწორედ ანალოგიური პროცესები უდევს საფუძვლად ალცჰეიმერის დაავადებას.

ის, რომ ვაშლის რეგულარულად გამოყენება აფერხებს დაბერების პროცესს, დიდი ხანია ცნობილია. ამ საკითხზე ავსტრალიელ მეცნიერებს არა ერთი საინტერესო დასკვნა აქვთ გამოქვეყნებული, მრავალწლიან კვლევებზე (10 წელზე მეტხანს მუშაობდნენ) დაყრდნობით. ამერიკელმა მეცნიერებმა თავისი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მუშაობით მხოლოდ რამდენიმე საკითხი დააზუსტეს, პირველი ის, რომ ვაშლში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ადამიანის ორგანიზმს ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებისაგან, მეორე კი ის, რომ ვაშლის მოყვარულებში კიბოს ბევრი სახეობის აღმოცენების რისკი საგრძნობლად შემცირებულია.

ახალ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებენ, რომ ფარმაცევტებს მალე შეეძლებათ შექმნან ახალი პრეპარატები (ვაშლის კომპონენტების საფუძველზე), რომლებიც განკუთვნილი იქნება მეხსიერების გაუმჯობესებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.

თინათინ გოცაძე

მკურნალი ვაშლი

ვაშლი და ჩვენი ჯანმრთელობა
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბიოფსია - ქსოვილების ნიმუშების აღების მტკივნეული მეთოდი - პროსტატის მდგომარეობის შესაფასებელი ჯერჯერობით ერთადერთი სარწმუნო მეთოდია. თუმცა, ამერიკელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ აერიდებინათ პაციენტებისთვის ეს უხერხულობა.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და საშიშ ფორმად ითვლება, რადგანაც სიკვდილიანობა თითქმის 100%-ის ტოლია.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
რეგულარულად გამოყენებისას სტაფილომ შესაძლოა მკერდის გარკვეული სახის სიმსივნეთა განვითარება 60 %-ით შეამციროს - იუწყება The Daily Mail.
სპეციალისტები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზღვის პროდუქტებისა და ზეითუნის ზეთის რეგულარულად მომხმარებლები განსაკუთრებული ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ბევრი ონკოლოგიური პაციენტი იმის გამო იღუპება, რომ კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ მდგრადები ხდებიან.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.