უცენზურო სიტყვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცენზურო სიტყვები

როგორ მოვიქცეთ ბავშვის ლექსიკონში უცენზური სიტყვების უეცარი გაჩენისას? დავსაჯოთ ბავშვი, არაფერი შევიმჩნიოთ თუ ავუხსნათ, რომ ეს ცუდი სიტყვებია? ბავშვს ნუ შეარცხვენთ, ნუ გაუბრაზდებით და ნუ დასჯით, რადგან პატარა უცენზურო სიტყვების მნიშვნელობას ვერ ხვდება; მან არ იცის, რომ ეს ცუდი სიტყვებია და ვერ წარმოუდგენია, რომ მათი წარმოთქმის გამო შეიძლება დასაჯონ ან უსაყვედურონ. თუ უწმაწური სიტყვა უფროსმა წარმოთქვა და ბავშვმაც გაიგონა, შეიძლება წავუყრუოთ მათ ავტორს და თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს ვერაფერი გავიგონეთ. ეს ხერხი მაშინ არის გამართლებული, როცა დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ბავშვმა ამ სიტყვას ყურადღება არ მიაქცია, რადგან სხვა რამით იყო გართული. ასეთ დროს მომხდარზე ბავშვის ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს. თუ უცენზურო სიტყვები ბავშვმა წარმოთქვა, უფროსების რეაქცია აუცილებელია. ზემოქმედების საუკეთესო მეთოდი გულახდილი საუბარი და ახსნა-განმარტებაა. შეეცადეთ ბავშვი მიახვედროთ, რომ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა უზრდელობაა. ესაუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი და არამც და არამც - გაღიზიანებული კილოთი. თუ აღშფოთებას გამოხატავთ, ბავშვმა ცუდი სიტყვები შესაძლოა განგებ გაიმეოროს, რათა გამოგაჯავროთ, გაგაბრაზოთ. ალერსიანი მოპყრობა კი მისთვის მოულოდნელი რამ იქნება და ცუდად მოქცევის სურვილს დაუკარგავს. ზოგიერთს, როცა ბავშვისგან უცენზურო სიტყვები ესმის, უნებლიეთ ეცინება. ეცადეთ, შეიკავოთ სიცილი - საკმარისია, ამ დროს ერთხელ მაინც გაიცინოთ, რომ ბავშვი ამას მოწონების ნიშნად აღიქვამს და ეცდება, კიდევ ერთხელ გააცინოს მშობელი. ბოლოს და ბოლოს შეშფოთდებით - ვაითუ ცუდი სიტყვები ბავშვის ლექსიკონის ნაწილად იქცესო, მაგრამ ამ ჩვევის აღკვეთა უკვე გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს ახლებურ რეაქციას იმაზე, რაც ადრე გაცინებდათ და გართობდათ, ბავშვი ვერ გაიგებს. თუ უწმაწური სიტყვების წარმოთქმის მავნე ჩვევა განმტკიცდა, ესე იგი ოჯახში ყველაფერი რიგზე არ არის; არსებობს პრობლემები და ბავშვი ამგვარად ცდილობს შური იძიოს საკუთარი უბედურების გამო. ჰარმონიულ ოჯახებში, სადაც ბავშვს ნორმალურად ზრდიან და ურთიერთობებიც თბილია, უცენზურო სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება.