ნახევარსფეროთა თანამშრომლობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნახევარსფეროთა თანამშრომლობა

როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი.

მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.

მთელის ორი ნაწილი

შვიდი წლისთვის ბავშვს სავსებით უნდა ჰქონდეს განვითარებული, უპირველეს ყოვლისა, მარჯვენა ჰემისფეროს ფუნქციები. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს.

მარჯვენა ჰემისფერო განაგებს მუსიკალურ და მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას, ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედებას, ხოლო მარცხენა - მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს, მოტორულ სფეროს. ეს ფუნქციები მაქსიმალურად მოწაფეობის პერიოდში ვითარდება.

მოძრაობა სტიმულია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია მისი მაღალი ფიზიკური აქტიურობა. თავის ტვინის ნახევარსფეროებისა და მათ შორის კავშირის განვითარების სტიმულირებისთვის სასარგებლოა კინეზოლოგიური ვარჯიშების კომპლექსი.

კინეზოლოგია მეცნიერებაა მოძრაობის შესახებ. ის ემსახურება მოძრაობათა გამოყენებას ადამიანის სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის. როდესაც ბავშვი რეგულარულად ასრულებს შემხვედრ მოძრაობათა კომპლექსს, წარმოიქმნება თავის ტვინის ნახევარსფეროების დამაკავშირებელი უფრო მეტი ნერვული ბოჭკო, ეს კი ხელს უწყობს ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებას.

ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედების განვითარებისთვის მოწოდებული ვარჯიშები აუმჯობესებს აზროვნების პროცესს, ხელს უწყობს ნახევარსფეროების მუშაობის სინქრონიზაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, აადვილებს წერის სწავლას.

მნიშვნელოვანი წესები

  • ხუთი-შვიდი წლის ბავშვის ვარჯიში 20-35 წუთს უნდა გრძელდებოდეს.
  • აუცილებელია ვარჯიში ყოველდღე.
  • თითოეული კომპლექსი 45-60 დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს.
  • სასურველია, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ორი კვირით შევისვენოთ.

კომპლექსი #1

  • რგოლი. სთხოვეთ ბავშვს, რიგრიგობით და რაც შეიძლება სწრაფად მიადოს ცერა თითს დანარჩენი თითები ჯერ საჩვენებლიდან ცერისკენ, შემდეგ კი პირიქით. ვარჯიში შეასრულებინეთ ჯერ ცალი ხელით, შემდეგ - ორივეთი.
  • მუშტი-კიდე-ხელისგული. ერთმანეთს ენაცვლება ხელის სხვადასხვაგვარი მდგომარეობა. ხელისგული დევს მაგიდაზე გაშლილი, იკვრება მუშტად, მუშტი გვერდულად იდება მაგიდაზე, შემდეგ ხელი კვლავ იშლება. ვარჯიში ჯერ მარჯვენა ხელით სრულდება, შემდეგ - მარცხენით, მერე მუშაობს ორივე ხელი. გამეორება საჭიროა 8-10-ჯერ. თუ ბავშვს ამ ვარჯიშის შესრულება უჭირს, უნდა დავეხმაროთ მითითებით: "მუშტი! კიდე! ხელისგული!"
  • ლეკური. მარჯვენა ხელი მუშტად იკვრება, ცერი განზე უნდა იყოს გაშვერილი. მარცხენა ხელის გაშლილი მტევანი ეხება ცერს. შემდეგ იგივე მოძრაობა პირიქით სრულდება. მოძრაობები ჩქარ-ჩქარა მეორდება.
  • ბაყაყი. ბავშვი ორივე ხელს მაგიდაზე აწყობს, ერთს - გაშლილს, მეორეს - მუშტად შეკრულს, და ჩქარ-ჩქარა ცვლის მტევნების მდგომარეობას.
  • ყური-ცხვირი. ბავშვი მარცხენა ხელს ცხვირში ჩაივლებს, ხოლო მარჯვენას - მარცხენა ყურში. შემდეგ ტაშს შემოჰკრავს და ხელებს შეანაცვლებს.
  • ველოსიპედი. საწყისი მდგომარეობა - წოლა ან ჯდომა. ბავშვმა ფეხები ისე უნდა ამოძრაოს, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებდეს, ამავე დროს მარჯვენა იდაყვით შეეხოს მარცხენა მუხლს და პირიქით.
  • მარშირება. ბავშვი ადგილზე დადის, მარჯვენა მტევნით მარცხენა მუხლს ეხება, ხოლო მარცხენით - მარჯვენას.


  • ადგილზე ხტომა. ვარჯიშები ბავშვთან ერთად დედამაც უნდა შეასრულოს - მან უნდა უჩვენოს შვილს, როგორი თანამიმდევრობით არის საჭირო ვარჯიშების შესრულება. შემდეგ, როცა პატარა ყველაფერს აითვისებს, შეგიძლიათ ბრძანებებით შემოიფარგლოთ.

ხტომით უნდა მიიღოთ შემდეგი მდგომარეობები:

1) ფეხები ერთად, ხელები განზე;

ფეხები განზე, ხელები ერთად;

ფეხები ერთად, ხელები ერთად;

ფეხები განზე, ხელები განზე.

2) ფეხი მარჯვნივ, ხელები მარჯვნივ;

ფეხი მარცხნივ, ხელები მარჯვნივ;

ფეხი მარცხნივ, ხელები მარჯვნივ;

ფეხი მარცნივ, ხელები მარცხნივ.

3) მარცხენა ხელი წინ, მარჯვენა ხელი უკან + მარჯვენა ფეხი წინ, მარცხენა ფეხი უკან; მარცხენა ხელი უკან, მარჯვენა ხელი წინ + მარჯვენა ფეხი უკან, მარცხენა ფეხი წინ;

მარცხენა ხელი უკან, მარჯვენა ხელი უკან, მარჯვენა ფეხი წინ.

4) მარჯვენა ხელი ზემოთ, ხტომა მარცხენა ფეხზე;

მარცხენა ხელი ზემოთ, ხტომა მარჯვენა ფეხზე;

მარჯვენა ხელი ზემოთ, ხტომა მრჯვენა ფეხზე;

მარცხენა ხელი ზემოთ, ხტომა მარცხენა ფეხზე.

ეს ვარჯიშები მხოლოდ ჰემისფეროთა შორის ურთიერთობას კი არ განამტკიცებს, არამედ მოძრაობათა კოორდინაციასა და პლასტიკასაც აუმჯობესებს.

კომპლექსი #2

ყოველი ვარჯიშის წინ ბავშვს უნდა მისცეთ მითითება. მაგალითად:

  • დააკაკუნე მაგიდაზე ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელით;
  • გაშლილი მტევნებით მაგიდას დაეყრდენი და რიგრიგობით ასწიე მაღლა იდაყვები;
  • ერთმანეთს მიადე თითის ბალიშები და დააწექი ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა თითებს;
  • მარჯვენა ხელის თითოეული თითით დააკაკუნე მაგიდაზე;
  • წინამხარი მაგიდზე დააფიქსირე და აიღე მაგიდიდან ფანქარი. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელით.
  • ატრიალე ფანქარი ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელის თითებს შორის;
  • ბრძანებისთანავე მოჰკიდე ხელი ყურს ან ცხვირს.

ამ ვარჯიშების დროს მშობელი მხოლოდ მითითებებს კი არ იძლევა, არამედ თავადაც ასრულებს ვარჯიშებს, თანაც პერიოდულად გამიზნულად უშვებს შეცდომებს.

კომპლექსი #3

ეს კომპლექსი თითქმის მთლიანად აქტიური ვარჯიშებისგან შედგება:

  • ბავშვი დგას, ჩასუნთქვისას მტევნები იღლიებთან მიაქვს, ხოლო ამოსუნთქვისას ჩამოუშვებს;
  • ბავშვი ნელ-ნელა სწევს ხელს განზე, თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს, რომ მიფრინავს;
  • ბავშვი ოთახში დარბის, ხელებს აქნევს და ყვირის;
  • მტევანი გაშლილი დევს მაგიდაზე, ბავშვი სხვადასხვა თითს სწევს მაღლა;
  • პატარა პლასტელინს გორგლავს ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელით;
  • ბავშვი ზის, ფეხები გაჭიმული აქვს და ტერფებით წრიულ მოძრაობებს ასრულებს.