პატარა, რომელიც დედას სულ ხელში უჭირავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა, რომელიც დედას სულ ხელში უჭირავს

ახალშობილის ფსიქიკური განვითარება

ახალშობილი, ფაქტობრივად, მხოლოდ ჭამს და სძინავს, სიცოცხლის მეორე და მესამე თვეს კი ჩნდება სიფხიზლის ეპიზოდებიც. მათი ხანგრძლივობა თანდათან იზრდება. პატარას ჯდომა ჯერ არ შეუძლია, მაგრამ გარე სამყაროსთან ურთიერთობის დიდი სურვილი აქვს. ამ სურვილს გვამცნობს ტირილით, რომლის მიზანიცაა, ხელში ავიყვანოთ.  ჩვილის ფსიქიკური განვითარება შემდეგ მნიშვნელოვან პროცესებს მოიცავს:

  • სოციალური ადაპტაცია - სრულყოფილი, ჰარმონიული განვითარებისთვის პატარას ადამიანებთან ურთიერთობა სჭირდება;
  • იმპიტინგი - ჩვილის მეხსიერებაში აღიბეჭდება შთაბეჭდილებები და ხატები, სიცოცხლის პირველ წუთებში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტების აღქმა;
  • ემოციური განვითარება - პატარა ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება დადებითი ემოციები, რაც სტიმულია ფსიქიკური განვითარებისთვის, ხოლო უარყოფითი ემოცია, პირიქით, დამამუხრუჭებელი ფაქტორია;
  • ინტელექტუალური განვითარება - აუცილებლად უნდა დავუკმაყოფილოთ პატარას შთაბეჭდილებების მოთხოვნილება, მივაწოდოთ ახალ-ახალი შთაბეჭდილებები, თანდათან გავართულოთ ინფორმაცია.

არსებობს მარტივი გზა ბავშვის ყველა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად - ის რაც შეიძლება ხშირად უნდა ავიყვანოთ ხელში.

სასწაულმოქმედი ფიზიკური კონტაქტი

ბავშვის ხელში აყვანა ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის (შეხების შეგრძნების) განვითარებას. ჩვილისთვის ეს თითქმის მთავარი გრძნობაა. ამას მოწმობს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ნაყოფის ტაქტილური რეცეპტორები (ნერვული უჯრედები, რომლებიც თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას შეხების შესახებ) მე-5-6 კვირას, ყველა სხვა გრძნობის ორგანოზე ადრე ფორმირდება. ტაქტილური რეცეპტორები არ არის კონცენტრირებული ერთ ორგანოში, მაგალითად, როგორც თვალი ან ყური; ისინი მთელ სხეულშია მიმოფანტული. განსაკუთრებით ბევრია ტუჩებზე, თითების ბალიშებზე, ნაკლებია მხრებზე, ბარძაყებზე, ზურგზე. გამოყოფენ ასეთი ნერვული უჯრედების რამდენიმე სახესა და ტიპს. ზოგიერთი მათგანი სწრაფად გადასცემს ინფორმაციას თავის ტვინს შეხების შესახებ, მერე კი თითქოს "ითიშება". მაგალითად, ჩვენ მალევე გვეკარგება იმის შეგრძნება, რომ მაჯაზე დამაგრებული საათი წიკწიკებს. სხვა რეცეპტორები უფრო ნელა მოქმედებენ, მაგრამ იმპულსებს ხანგრძლივად გზავნიან ტვინში, სადაც გრძელდება მათი დამუშავება. ჩვილთან ურთიერთობისას აუცილებელია მასთან მიახლოება, ხელში აყვანა. სხვაგვარად შეუძლებელია მისი ჩაცმა, კვება, დაძინება, სიმღერა (განურჩევლად თქვენი მუსიკალური მონაცემებისა). დედასთან კონტაქტის დროს პატარა მშვიდდება, თბება, ის აღარ ხარჯავს დროსა და ენერგიას ტირილსა და ყვირილში, ნაცვლად ამისა, აკვირდება გარემოს და მის შეცნობას იწყებს. გარდა ამისა:

  • ხელით ტარება წვრთნის ვესტიბულურ აპარატს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა უვლის წრეს და იმავდროულად ნაზად არწევს ჩვილს;
  • დედის არტიკულაციაზე დაკვირვება, მისი მოსმენა პატარას დამოუკიდებელი მეტყველებისათვის ამზადებს;
  • ჩვილი ცნობს მუცლადყოფნის დროიდანვე ნაცნობ ინტონაციას, იღებს დედის ემოციურ განწყობას;
  • ახალბედა დედა ნაკლებად შფოთავს და უკეთეს გუნებაზე დგება (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიული განწყობისას, რომელიც ზოგჯერ ეუფლება ქალს მშობიარობის შემდეგ).

პრაქტიკა მოწმობს, რომ დღენაკლული პატარები ადვილად ეწევიან თანატოლებს, როცა დედას ისინი ხშირად აჰყავს ხელში. დედის სუნთქვა ხელს უწყობს მათი სუნთქვის სტაბილიზაციას.

ხომ არ გაანებივრებს ბავშვს ხელში ხშირად აყვანა?

თუ ჩვილის მოთხოვნებს არ უგულებელყოფენ, უარს არ ეუბნებიან ალერსსა და ტაქტილურ კონტაქტზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ანებივრებენ ან ცუდად ზრდიან. სიყვარული სულაც არ არის ცუდად აღზრდის სინონიმი, მით უმეტეს - როდესაც საქმე ეხება რამდენიმე კვირის ჩვილს. არსებობს მოსაზრება, რომ წლამდე პატარას განებივრება შეუძლებელია. ამ ასაკამდე ბავშვის ყველა მოთხოვნას საფუძვლად მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უდევს და არა ჭირვეულობა, ამიტომ მოზრდილი პატარას უბრალოდ უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ ერთი წლის ასაკიდან შეიძლება გამოვხატოთ არაერთგვაროვანი რეაქცია. სწორედ ამ ასაკიდან უნდა ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ მის მოთხოვნილებებთან ერთად არსებობს გარემოს მოთხოვნებიც.

რას იწვევს ჩვენი თავშეკავება?

აღზრდის მკაცრი მეთოდები, რომელთა თანახმადაც პატარას ხელში აყვანა რეკომენდებული არ არის, პატარას ბუნებრივი მოთხოვნილების იგნორირებას ახდენს. ეს მოთხოვნილება მუდამ დედის ან მომვლელის გვერდით ყოფნაა. ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლობის პროპაგანდა კი უარყოფით შედეგს იწვევს. ჯერ ერთი, ბავშვს, რომელსაც განზრახ აცილებენ დედას, არ უყალიბდება ნდობით გამსჭვალული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ეს კი აუცილებლად ნეგატიურად აისახება მის პიროვნებაზე ზრდასრულ ასაკში. მეორე - დედა-შვილს შორის სხეულებრივი კონტაქტის შეზღუდვა ხელს უშლის მათ შორის სათანადო გრძნობის ჩამოყალიბებას. არ არის გასაკვირი, რომ ასეთ ვითარებაში ბავშვი ჩვეული საქმიანობის ხელის შემშლელ ფაქტორად აღიქმება. ჩვილს კი მუდმივად სჭირდება ურთიერთობა და მისი ტირილი მოწოდებაა უფროსების, პირველ რიგში - დედის მიმართ: "მე მშია! მე ჩავისველე! მე ვერ ვიძინებ!" თუნდაც ცრემლებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდეს, პატარამ შესაძლოა გაანჩხლებით დაიწყოს ტირილი. მიზეზი მარტივია: ის არ არის მზად მარტოობისთვის, დედასთან  მისი ბიოლოგიური კავშირი საკმაოდ ძლიერია. მესამე: უფროსების მცდელობა, არ გამოააშკარაონ თავიანთი გრძნობები ბავშვის მიმართ, არამც და არამც არ არის პატარას კარგი აღზრდისა და მისი შემდგომი წარმატებების საფუძველი. რასაკვირველია, ახალბედა დედას უამრავი საზრუნავი აქვს. თუ პატარა წამდაუწუმ ხელში აიყვანა, საქმე გაუკეთებელი დარჩება. გარდა ამისა, ჩვილის გამუდმებით ხელით ტარება არც ფიზიკურად არის იოლი. ერთი სიტყვით, თუ გვსურს, თავი ავარიდოთ ბავშვთან სხეულით კონტაქტს, საამისოდ უამრავ საბაბს ვიპოვით. ამიტომ აუცილებელია, გადავხედოთ პრიორიტეტებს და გადავწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ყოველდღიური რუტინა თუ პატარას განვითარება. თუ მიგაჩნიათ, რომ პატარაც სათანადოდ უნდა აღზარდოთ და ოჯახსაც ძველებურად უნდა მოუაროთ, აუცილებლად დაგჭირდებათ სხვისი დახმარება. გაგრძელება