ორსულობა და ცრურწმენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და ცრურწმენები

  • ორსულისთვის არ შეიძლება ქსოვა - ბავშვს ყელზე ჭიპლარი შემოეხვევაო. მიზეზი ხელსაქმე როდია; უბრალოდ, ქსოვის დროს უმოძრაო, მჯდომარე პოზა არღვევს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევას, ეს კი ნამდვილად არ არის სასარგებლო არც მომავალი დედისთვის და არც ბავშვისთვის. თუ შუალედებში გაისეირნებთ, ცრურწმენა ვერაფერს დაგაკლებთ.
  • თუ ქალმა ხშირად კერა, ბავშვს ამ ქვეყნისკენ მომავალი გზა დაეხშობაო. ამ ცრურწმენის შინაარსის ახსნა მარტივად შეიძლება: მაკრატელი, ნემსი - სახიფათო საგნებია. თუ ხელში ვიჩხვლიტეთ ან გავიჭერით, ეს შესაძლოა ჩვილის მდგომარეობაზეც აისახოს.
  • თუ ორსული ჩხუბს ან გინებას შეესწრო, ბავშვი ლაქებიანი დაიბადებაო. ექნება თუ არა ლაქები ბავშვს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ორსულის თანდასწრებით ლანძღვისა და აყალმაყალისგან თავის შეკავება აუცილებელია - გაღიზიანება, წყენა, შიში იწვევს არტერიული წნევის მომატებას და არღვევს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას.
  • ორსულმა ულამაზო ნივთს არ უნდა შეხედოს - ბავშვი შეუხედავი გამოვაო. იმას, რომ ორსულმა თავი უნდა არიდოს უარყოფით შთაბეჭდილებებს, თანამედროვე მედიცინაც ადასტურებს, მაგრამ უშუალო გავლენას ბავშვის გარეგნობაზე ეს, ბუნებრივია, ვერ მოახდენს.
  • მომავალმა დედამ ბავშვს “მზითევი” არ უნდა მოუმზადოსო. იმ დროს, როცა ეს ცრურწმენა  ჩაისახა, ქალები საკუთარი ხელით ქსოვდნენ და კერავდნენ ბავშვის ტანსაცმელს, ეს საქმიანობა კი, როგორც ითქვა, თვითონვე შეიცავს ერთგვარ საფრთხეს. დღეს ცრუმორწმუნე დედებს ალტერნატივა აქვთ - მათ შეუძლიათ, ყველა საჭირო ნივთი მაღაზიაში შეიძინონ. იქ საბავშვო ნივთების უზარმაზარი არჩევანია, თანაც ეს საქმიანობა სასიამოვნო ასოციაციებსა და დადებით ემოციებს იწვევს.
  • ორსულმა ორგულა კვერცხი არ უნდა ჭამოს - ტყუპი გაუჩნდებაო. ოდესღაც ტყუპის დაბადება უბედურებად მიაჩნდათ - ადამიანი ორი იბადება, სული და ბედი კი ერთი აქვთო, მაგრამ ცხოვრებამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტყუპისცალთა ცხოვრება სხვადასხვაგვარად წარიმართება ხოლმე.
  • ორსულისთვის ფოტოს გადაღება არ შეიძლება - ბავშვი მკვდარი დაიბადებაო. დღეს მტკიცებაც არ სჭირდება იმას, რომ ასე ფიქრის რეალური საფუძველი არ არსებობს.
  • ორსულობისას თმის შეჭრა საშიშიაო. ძველად სწამდათ, რომ ადამიანის სასიცოცხლო ენერგია თმაშია თავმოყრილი. ამ კავშირზე საუბრობდნენ აღმოსავლელი სწავლულებიც. ისინი ვარაუდობდნენ, რომ როცა ადამიანი თმას იჭრის, მას ტოვებს გამომუშავებული ნეგატიური ენერგია, ამიტომ მისგან დროულად გათავისუფლება საჭიროც კია. ასეა თუ ისე, პარიკმახერთან ვიზიტის შემდეგ განწყობილება საგრძნობლად უმჯობესდება.