სიმსუქნე მსოფლიოს ომებსა და თამბაქოს მოხმარებაზე ძვირი უჯდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე მსოფლიოს ომებსა და თამბაქოს მოხმარებაზე ძვირი უჯდება

.

ძირითადი დანახარჯები დაკავშირებულია სიმსუქნით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ღირებულებასთან, ასევე სამუშაო დროის დაკარგვასა და წარმოების შემცირებასთან.

მაკკინზის გლობალური ინსტიტუტის მონაცემებით, სიმსუქნე ყოველწლიურად "შთანთქავს" დაახლოებით 1,3 ტრილიონ დოლარს. ჭარბი წონით ანუ სიმსუქნით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის 30%, ანუ 2,1 მილიარდი ადამიანი.

სიმსუქნესთან დაკავშირებული ფინანსური დანაკარგები იზრდება და 2030 წლისთვის, ჭარბი წონის მატარებელთა კატეგორიაში შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის გლობალურ მასშტაბში გადასაჭრელად აუცილებელია სისტემური ღონისძიებების განხორციელება და თამამი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. უნდა მოხდეს კვების მზა პროდუქტების კალორიულობის კონტროლის შემოღება და "ფასტფუდისა" და ნახევარფაბრიკატის არსის გადაფასება. მეცნიერების შეფასებით, ასეთი ღონისძიებები შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე პროდუქტებში შაქრისა და ცხიმების მაღალ შემცველობაზე გადასახადის დაკისრება, ან ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

განიხილება ასევე სამუშაო ადგილზე ფიზიკური აქტივობის გაზრდისა და წონის კონტროლის პროგრამები.

აუცილებელია მსხვილმასშტაბიანი სტრატეგიის შემუშავება, რადგანაც სიმსუქნის პრობლემა იღებს კრიზისულ ხასიათს. სწორედ ჭარბი წონა წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დიაბეტის და ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების ძირითად მიზეზს.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე სტატიები "ჭარბი წონა"

რჩევები იდეალური წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად

რა დაავადებები იწვევს მადის გაძლიერებას